ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებიდან 1170 კვ.კმ-ზე მეტია გათავისუფლებული

უკრაინამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებიდან 1170 კვ.კმ-ზე მეტი გაათავისუფლა. ამის შესახებ დასავლური მედია უკრაინელი სამხედრო სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
სამხრეთის სამხედრო სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონის ფრონტზე პროგრესირებს, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ახლად აღებული ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მან უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ გრძელდება სამუშაოები სტაბილიზაციის სამუშაოებზე, რადგან დასახლებებში, სადაც „ჩვენ შევდივართ, ბევრი მოულოდნელობაა დარჩენილი ოკუპანტების მიერ“.

























