სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ აქცია გამართა

სოფელ ბობოყვათის სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია-მსვლელობა გამართა.

როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნული ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა და მას შემდეგ, ისინი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიების გასხვისებას არ დაუშვებენ.

“მოსახლეობისთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობამ აუქციონის გარეშე გადასცა, ჯერ საქართველოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც რამდენიმე დღეში გაასხვისა ბიზნესმენ გიორგი სვანიძის სახელზე, მან 26 მილიონი გადაიხადა და კიდევ უნდა ჩადოს, 40 მილიონი ლარის ინვესტიცია, შარშან აღნიშნული ტერიტორიები 227 მილიონად იყიდებოდა.

აქ კორუფციული ნიშნები იკვეთება, შარშანდელთან შედარებით ფასი რატომ გაიაფდა უძრავის ქონების? მოსახლეობამ რამდენჯერმე არ მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ტერიტორიაზე ღობე აღემართა და დღეს კვლავ ვახსენებთ მთავრობას და ინვესტორს, რომ ისინი არ შეეგუებიან. მათ გარეშე მოხდა ტერიტორიების გასხვისება. ისტორიულად უნდა დაუბრუნდეთ ეს მიწები ხალხს, რადგან მათი საკუთრებაა”, - განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.