დმიტრო კულება - სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები -  მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება

დმიტრო კულება - სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები -  მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ზაპოროჟიეში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი სარაკეტო ტერორს აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში. ღამით განხორციელებული 12 დარტყმა საცხოვრებელ უბნებზე, სულ მცირე 12 დაღუპული და მრავალი დაჭრილი“ , - წერს კულება.