მიხაილო პოდოლიაკი - კითხვა "მშვიდობისმყოფელებს", გსურთ მოლაპარაკება? ალგორითმი მარტივია - ნაკლები ფანტაზია, მეტი რეალობა

მიხაილო პოდოლიაკი - კითხვა "მშვიდობისმყოფელებს", გსურთ მოლაპარაკება? ალგორითმი მარტივია - ნაკლები ფანტაზია, მეტი რეალობა

კითხვა "მშვიდობისმყოფელებს", გსურთ მოლაპარაკება? - ალგორითმი მარტივია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა “ტვიტერზე“ განაცხადა.

„იხილეთ ფოტოები/ვიდეოები მასობრივი სამარხებიდან.

შესთავაზეთ კრემლს ჯარის გაყვანა უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან.

შექმენით ტრიბუნალი და მოითხოვეთ რუსი ომის დამნაშავეების ექსტრადიცია.

ნაკლები ფანტაზია, მეტი რეალობა”, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი თუქულ პროსამთავრობო გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობს.

გამოცემა Milliyet-ი იუწყება, რომ თურქულმა მხარემ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა, რომელშიც ასევე რუსეთიც შედის.

მედიის ცნობით, გაურკვეველია, ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში უკრაინაც.