უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს, ბელარუსის რეჟიმის განცხადებას, თითქოს, მათ ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს

უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს, ბელარუსის რეჟიმის განცხადებას, თითქოს, მათ ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს

ბელარუსის რეჟიმის კიდევ ერთ ინსინუაციას, რომ უკრაინა, თითქოს, ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავს, ოფიციალური კიევი უარყოფს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„8 ოქტომბერს საღამოს მინსკში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმი ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, სადაც მას დიპლომატიური ნოტა გადასცეს. ნოტაში ბელარუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინა თითქოს თავდასხმას გეგმავს ბელარუსის ტერიტორიაზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ნიკოლენკოს თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მან ოფიციალური კიევის სახელით, კატეგორიულად უარყო ბელარუსის რეჟიმის მორიგი ინსინუაცია.

„არ გამოვრიცხავთ, რომ დიპლომატიური ნოტის გადაცემა რუსეთის ფედერაციის გეგმის ნაწილი იყოს პროვოკაციის მოწყობასა და შემდეგ უკრაინის დადანაშაულებაზე", - წერს ნიკოლენკო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუს ხალხს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს.

"უკრაინა არასოდეს შეჭრილა უცხო ტერიტორიებზე. ჩვენ მკაცრად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და გაეროს ქარტიას", - დასძინა ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრემლის სურვილების შესრულება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში.