ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს აუცილებლად მიიღებს

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს აუცილებლად მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე და ეფექტიან სისტემებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეზენიტეებს და ყველას, ვინც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაშია ჩართული.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც შესაძლებელია, რათა დავიცვათ უკრაინის ცა და ეს ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - დავაჩქაროთ ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილება მიაწოდონ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე და ეფექტური სისტემები. ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.