ემანუელ მაკრონმა სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მეშვეობით უკრაინას სამხედრო ტექნიკის შეძენა შეეძლება

ემანუელ მაკრონმა სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მეშვეობით უკრაინას სამხედრო ტექნიკის შეძენა შეეძლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მიერ 100 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მეშვეობითაც უკრაინას შეეძლება სამხედრო ტექნიკის შეძენა. ამის შესახებ Le Figaro იუწყება.

„ეს ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ თავდაცვის იარაღის მიწოდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

მანვე დასძინა, რომ ფონდის დახმარებით, უკრაინა შეძლებს „უშუალოდ ჩვენი მწარმოებლებისგან შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება".