მიხაილო პოდოლიაკი 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის მინიჭებას აკრიტიკებს

მიხაილო პოდოლიაკი 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის მინიჭებას აკრიტიკებს

ვერც რუსულმა, ვერც ბელარუსულმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ამ ომისთვის წინააღმდეგობის ორგანიზება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“ნობელის კომიტეტს სიტყვა “მშვიდობის” აშკარად საინტერესო გაგება აქვს, თუ ნობელის პრემიას ერთად იღებენ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც თავს დაესხნენ მესამეს… ნობელი წელს უბრალოდ “სუპერია”, - ირონიულად აღნიშნა პოდოლიაკმა.

ინფორმაციისთვის, წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა უკრაინულ ორგანიზაციას “სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრი”, რუსულ უფლებადამცველ ცენტრს “მემორიალი” და ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრის “ვიასნა” ხელმძღვანელს ალეს ბელიაცკის.