გორის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სოფელ ქვახვრელში 881 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები. სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა და პროექტი მათი თხოვნით განხორციელდა.
























