რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს

პრაღაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთ-თურქეთის დაახლოების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს პირდაპირი კონტაქტებისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შესაძლო შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების სწრაფად განხორციელების აუცილებლობას. კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებაზე. მხარეებმა აზრები რეგიონში მიმდინარე პროცესებზეც გაცვალეს.

























