პრაღაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

პრაღაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული და სომხური მედია ავრცელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილეს აღნიშნული შეხვედრის დროს.