ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერსონში ერთ დღეში სამი დასახლება გათავისუფლდა - მადლობა ბიჭებო სიზუსტისთვის!

გასული დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტებისა და ფსევდორეფერენდუმისგან გათავისუფლდა და დასტაბილურდა სამი დასახლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ოლექსანდრიას“ პერსონალი, რომელმაც შექმნა პირობები ხერსონის ოლქში წარმატებული შეტევისთვის, აქტიური ოპერაციების დაგეგმვისა და მომზადებისთვის. მხოლოდ ამ 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმიდან გათავისუფლდა და დასტაბილურდა ისეთი დასახლებები, როგორიცაა ნოვოვოსკრესენსკე, ნოვოგრიგორივკა და პეტროპავლივკა. მოძრაობა გრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებზე, რომლებმაც 6 ირანული დრონი ჩამოაგდეს.
„ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი საჰაერო ძალების მეომრები, რომლებმაც დღეს მოახერხეს ირანული წარმოების ექვსი დრონის ჩამოგდება, რომელთა გამოყენებაც ოკუპანტებმა სცადეს ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, მადლობა ბიჭებო სიზუსტისთვის!“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, 3 დრონი ჩამოაგდეს ხარკოვის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის საზენიტო ჯარებმა, ხოლო კიდევ სამი - მოიერიშე პილოტებმა 204-ე სევასტოპოლის ტაქტიკური საავიაციო ბრიგადიდან.
"მადლობა ბიჭებო სიზუსტისთვის!", - მიმართა მებრძოლებს ზელენსკიმ.

























