ვიტალი კიმი - რუსმა ოფიცრებმა მიკოლაივის ოლქის ქალაქი სნიგირიოვკა დატოვეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა მიკოლაივის ოლქის ქალაქი სნიგირიოვკა დატოვეს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მოწინააღმდეგის ჯარი კვლავ რჩება სნიგირიოვკაში.
„ამას ყოველდღე ველოდებით. დაუდასტურებელ ინფორმაციით, ოფიცრებმა დატოვეს სნიგირიოვკა, მაგრამ ჯარები ისევ იქ არიან“, - განაცხადა კიმმა.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა სნიგირიოვკა მარტში დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი სარკინიგზო კვანძია.

























