ოლექსი რეზნიკოვი - აშშ-ის დახმარების 625 მილიონ დოლარიანი პაკეტი დაგვეხმარება ჩვენი მიწის კიდევ უფრო ეფექტურად გათავისუფლებაში

ოლექსი რეზნიკოვი - აშშ-ის დახმარების 625 მილიონ დოლარიანი პაკეტი დაგვეხმარება ჩვენი მიწის კიდევ უფრო ეფექტურად გათავისუფლებაში

უსაფრთხოების სფეროშო აშშ-ის ახალი 625 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაგვეხმარება ჩვენი მიწის კიდევ უფრო ეფექტურად გათავისუფლებაში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, "წარმატებული შეტევისთვის საუკეთესო ჯილდო უკრაინული არმიისთვის არის გათავისუფლებული უკრაინელების სიხარული“.

რეზნიკოვი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსა და შეერთებული შტატების მოქალაქეებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ შეერთებული შტატები კიევს უსაფრთხოების სფეროში 625 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ დახმარებას გამოუყოფს. თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარება მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებსა და საბრძოლო მასალას და ჯავშანმანქანებს.