ევროკომისიამ უკრაინას ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს მცხოვრებთათვის 5 მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა.
„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ მხოლოდ კრიზისის შემთხვევაში რეაგირება არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და, უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის. ახლა ჩვენ შევძელით იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტის მიტანა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს მცხოვრებთათვის“, - განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია, რომ საფრთხე ემუქრება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - აღნიშნა იანეს ლენარჩიჩმა.

























