დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსული ტერორისტული აქტებისთვის

უკრაინა მზად უნდა იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსული ტერორისტული აქტებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
„შვიდთვიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ყველას ესმის, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსული ტერორისტული თავდასხმებისთვის ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს, პირველ რიგში, სარაკეტო თავდასხმებს ეხება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რისკი“, - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.
კერძოდ, პრემიერის თქმით, საუბარია უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპისკენ გაზის ტრანზიტის სრულად შეწყვეტის შესაძლებლობაზე.
„ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის. ამიტომ მომზადდა გეგმა გაზის არსებული რესურსის მაქსიმალურად ეკონომიურად და ეფექტურად გამოყენებისთვის. ამდენად, უკრაინელების სახლებში, ამ ზამთარს, საშუალო ტემპერატურა შესაძლოა, წინა წლებთან შედარებით, დაბალი იყოს. ახლა ევროპის ქვეყნების უმეტესობა ასეთ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ომის პირობებში და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს დამოკიდებულება ამ გამოწვევების მიმართ“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს რუსეთის მასობრივი თავდასხმების საფრთხე სითბოს და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაზე.
„ამიტომ, პირველ რიგში, ვმუშაობთ კრიტიკული ობიექტების დაცვაზე. ვქმნით ენერგიის ალტერნატიული წყაროების რეზერვებს, ვიდრე სასწრაფო რემონტი გრძელდება. ასეთი რეზერვი უკვე ყალიბდება, ამისთვის ფული ჯერ კიდევ ზაფხულში გამოიყო. სახელმწიფო ყიდულობს - მობილური ქვაბის სახლები და გენერატორები, თანხების ნაწილს ჰუმანიტარული დახმარების სახით ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან“, - განაცხადა მან.

























