ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას

ირანი ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომაგდენელმა ნასერ კანანიმ განაცხადა.
კერძოდ, ირანის სახელმწიფო მედია სააგენტო IRNA-ს ცნობით, უკრაინის ლუგანსკის, დონესკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეში ჩატარებული ე.წ. “რეფერენდუმების” შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას ნასერ კანანიმ აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა “როგორც ყოველთვის, თავისი პრინციპული პოზიციების შესაბამისად, ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების ფუძემდებლური ნორმისადმი”.
კანანის ასევე განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს “უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნებისმიერ მცდელობას” და ამავდროულად აღნიშნა ირანის მზადყოფა დახმარება გაუწიოს ასეთ ძალისხმევებს.

























