ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოკუპანტები ვასილევკას მახლობლად ცდილობენ „სახელმწიფო საზღვრის” მოწყობას

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოკუპანტები ვასილევკას მახლობლად ცდილობენ „სახელმწიფო საზღვრის” მოწყობას

ოკუპანტები უკვე აწყობენ ზაპოროჟიეს ოლში „სახელმწიფო საზღვარს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

„ოკუპანტები ვასილევკას მახლობლად ცდილობენ „სახელმწიფო საზღვრის” მოწყობას, როგორც ისინი თვლიან, გადაკვეთის ყველა წესებით, რომელიც მათ თავისთვის მოიფიქრეს“, - განაცხადა სტარუხმა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ვასილევკა ერთადერთი დასახლებული პუნქტია, რომლის გავლითაც ხდება ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ნაწილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.