რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოქალაქეობის შესაცვლელად ერთი თვე აქვთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ივანოვის განცხადებით, უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ოლქების მცხოვრებლებს მოქალაქეობის შესაცვლელად ერთი თვე აქვთ.
„ისევე, როგორც ეს იყო ყირიმთან დაკავშირებით. ერთ თვეში უნდა გადაწყვიტონ, გააკეთონ არჩევანი", - განაცხადა ივანოვმა რუსულ მედიასთან საუბარში და დასძინა, რომ ახალ ტერიტორიებზე დოკუმენტების გაცემა დაჩქარდება.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უკრაინის ოთხი ოლქის: ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს უკანონო ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ხელს დღეს მოაწერს. პუტინის მიერ კანონების ხელმოწერა ანექსიის პროცესს დაასრულებს. ანექსია უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და დასავლეთის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ აღნიშნულ ოლქებს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებენ.

























