გიტანას ნაუსედა - ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვინმე თქვენი Tesla-ს საბურავების მოპარვას ცდილობს, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს

გიტანას ნაუსედა - ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვინმე თქვენი Tesla-ს საბურავების მოპარვას ცდილობს, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს ხელმძღვანელს, ელონ მასკს ეხმაურება, რომელმაც წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული „მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის":

„ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვინმე თქვენი Tesla-ს საბურავების მოპარვას ცდილობს, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს, მაშინაც კი, თუ ირწმუნება, რომ ორივემ ამის სასარგებლოდ მისცა ხმა. უბრალოდ ვამბობ“, - წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.

ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოიფიქრა და „ტვიტერზე” ხმის მისაცემად დადო, რომლის ერთ-ერთი პუნქტია : დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, არიან ისინი რუსეთის, თუ უკრაინის ნაწილი.