მედია - უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთ დასახლებაზე დროშა აღმართეს

მედია - უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთ დასახლებაზე დროშა აღმართეს

მედიის ცნობით, უკრაინის 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის სოფელ მიროლიუბივკას თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.

აღნიშნულს წინ უძღვოდა ღამით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რა დროსაც პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მისმა ძალებმა არხანგელსკესა და მიროლიუბივკას დასახლებები გაათავისუფლეს ქვეყნის სამხრეთში.

დასავლური მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ ფლობს ხერსონის სრულ ტერიტორიას, რომლის ანექსირების შესახებაც ვლადიმერ პუტინმა პარასკევს განაცხადა.