იტალიის საგარეო უწყება რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას მკაცრად გმობს და მოსკოვს "უკანონო აქტების" გაუქმებისკენ მოუწოდებს

იტალიის საგარეო უწყება რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას მკაცრად გმობს და მოსკოვს "უკანონო აქტების" გაუქმებისკენ მოუწოდებს

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია მკაცრად დაგმო და ოფიციალურ მოსკოვს "უკანონო აქტების" გაუქმებისკენ მოუწოდა.

იტალიაში რუსეთის ელჩთან შეხვედრისას, იტალიის საგარეო უწყების გენერალურმა მდივანმა „იტალიის მტკიცე დაგმობა დააფიქსირა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის უკანონოდ ჩატარებულ ფარს რეფერენდუმებთან დაკავშირებით".

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

დღეს კი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, დაამტკიცა კანონები უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ.