დიმიტრი პესკოვი - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრები ჯერ არ არის განსაზღვრული და დამოკიდებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ნებაზე, მაგრამ ამ ტერიტორიებზე ახალი "რეფერენდუმი" აღარ ჩატარდება.
მისი თქმით, რუსეთი "გაგრძელებს კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან" ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვრებთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, 30 სექტემბერს დიმიტრი პესკოვმა ვერ უპასუხა კითხვაზე, თუ რა საზღვრების ფარგლებში აღიარებენ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, თუმცა მან განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრები 2014 წლის მდგომარეობით განისაზღვრება.

























