ბრაზილიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ბრაზილიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ბრაზილიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბრაზილიის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.

მედიის ცნობით, 120 მილიონზე მეტი მოქალაქე ხმას უაღრესად პოლარიზებულ არჩევნებში მისცემს, რომელიც განსაზღვრავს, დაბრუნდება თუ არა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე დემოკრატიის სათავეში მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვა თუ ამჟამინდელი, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო თანამდებობას კიდევ ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა ცხადჰყო, რომ და სილვას უპირატესობა აქვს - გამოკითხულთა 50%-მა განაცხადა, რომ აპირებენ ხმა აღნიშნულ მემარცხენე კანდიდტს მისცენ.

როგორც მედია წერს, ბოლსონაროს ადმინისტრაცია წამქეზებლური რიტორიკით, დემოკრატიული ინსტიტუტების გამოცდითა და ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამაზონის ტროპიკული ტყეების ყველაზე უარესი გაჩეხვით გამოირჩევა. ამასთან, ბოლსონაროს ადმინისტრაცია, COVID-19-ის პანდემიის მართვისას ფართო კრიტიკის ობიექტი იყო.