რუსული ძალები კუპიანსკს ბომბავენ

კუპიანსკში რუსული დაბომბვა გრძელდება - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს „საზღვრის მიმდებარე დასახლებების“ დაბომბვას, განსაკუთრებით ქალაქ კუპიანსკსა და ვოვჩანსკში.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონულ ცენტრზე დაყრდნობით, სინგუბოვმა განაცხადა, რომ კუპიანის რაიონში, 71 წლის ქალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

























