ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის

ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის

ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ ადგილობრივმა “ტელეგრამ” არხებმა, შემდეგ კი სევასტოპოლის ე.წ.გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა. კერძოდ, თავდაპირველად “ტელეგრამ” არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია აეროდრომთან აფეთქებათა სერიის შესახებ, შესამაბისი ფოტო და ვიდეო მასალით.

თავის მხრივ, რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ შავი კვამლი ერთ-ერთ თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგია.

“საგანგებო ვითარება ბელბეკის აეროდრომზე. მაშველების თქმით, დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ”, - წერს “გუბერნატორი”.