გიორგი გახარიას პარტიის წევრი - სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჰგავს რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების აღიარებას, რომელსაც პუტინის გარდა არავინ აღიარებს

გიორგი გახარიას პარტიის წევრი - სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჰგავს რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების აღიარებას, რომელსაც პუტინის გარდა არავინ აღიარებს

სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები არის იმ უკანონო და უსამართლო ქმედებების გაგრძელება, რომელსაც “ქართული ოცნება” სენაკში უკვე ერთ წელზე მეტია აგრძელებს", - განაცხადა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ედიშერ ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ არჩევნებს არ აღიარებს არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო სექტორი.

“ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი კანდიდატიც კი ვერ მოძებნა ვინც კონკურენციას გაუწევდა მათ კანდიდატს და არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ეს ყველაფერი ჰგავს რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების აღიარებას, რომელსაც პუტინის გარდა არავინ აღიარებს", - განაცხადა ედიშერ ბაღათურიამ.

მისივე განმარტებით, გიორგი გახარიას პარტია შესაძლოა, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის სხდომას არ დაესწროს, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

“ამ უსამართლო ქმედებებით "ოცნება" როგორც ჩანს უმრავლესობას მოიპოვებს საკრებულოში“, - აღნიშნა ბაღათურიამ.