უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 59 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 530 ბოლო დღე-ღამეში

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 59 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათგან 530 ბოლო დღე-ღამეში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2354 ტანკს, 4949 ჯავშანტექნიკას, 1397 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 336 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 176 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 264 საბრძოლო თვითმფრინავს, 226 ვერტმფრენს, 1009 ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 15 გემს/ნავს, 3786 სხვადასხვა ავტომობილსა და ტანკერს, 131 ერთეულ სპეცტექნიკას და 246 ფრთოსან რაკეტას.

























