უკრაინული მედია - უკრაინელები ლიმანის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში შევიდნენ

უკრაინული მედია - უკრაინელები ლიმანის ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში, ლიმანის მახლობლად მდებარე იამპილში შევიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიდეო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში შესვლას ადასტურებს, სოციალურ ქსელებში თავად სამხედროებმა გაავრცელეს.

ადმინისტრაციული შენობის ფონზე უკრაინელი მებრძოლი აცხადებს: "იამპილი ჩვენია."