ზაპოროჟიესთან რუსების მიერ სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიესთან რუსების მიერ სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

დღეს დილით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, - წერს ალექსანდრ სტარუხი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.