Foreign Policy - რუსეთმა ჯარების დაახლოებით 80%, რომლებიც ნატოს ქვეყნების საზღვრებთან ჰყავდა, უკრაინის ომში გადაისროლა

Foreign Policy - რუსეთმა ჯარების დაახლოებით 80%, რომლებიც ნატოს ქვეყნების საზღვრებთან ჰყავდა, უკრაინის ომში გადაისროლა

მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ თავისი ჯარების დაახლოებით 80%, რომლებიც ნატოს ქვეყნების საზღვრებთან ჰყავდა განთავსებული, უკრაინის ომში გადაისროლა. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იტყობინება.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ევროპული თავდაცვის სამი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, 30 000 რუსი ჯარისკაციდან, რომლებიც ფინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საზღვრზე იმყოფებოდნენ, დაახლოებით 6000 დარჩა, დანარჩენი კი უკრაინაში გადაიყვანეს.

„კლება, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ რეგიონში ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთს ასეთი დიდი რაოდენობის სახმელეთო ძალები ჰყავდა რეგიონში “ათწლეულების განმავლობაში, ახლა კი, ის უბრალოდ არ არსებობს".

ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების პოზიცია რეგიონში არ შეცვლილა და კოლის ნახევარკუნძულზე დაფუძნებული რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტი შედარებით ხელუხლებელი დარჩა. თუმცა, რუსეთს სამხედრო პერსონალთან ერთად, უკრაინაში გადააქვს სამხედრო აღჭურვილობაც, მათ შორის, საზენიტო სისტემები და რაკეტები.

ასევე აღნიშნულია, ამ თვეში მიღებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთმა ამოიღო S-300 საზენიტო სისტემა სანქტ-პეტერბურგის, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, საზღვართან ახლოს მდებარე დამცავი რგოლიდან. ფინეთთან. სატელიტური სურათების საფუძველზე, რეგიონში მდებარე ერთი სარაკეტო ბაზა, რომელსაც რუსული 500-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი მართავდა, მთლიანად მიტოვებული იყო.

აშშ-ის და ევროპის ყოფილმა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Foreign Policy-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი რჩება გრძელვადიან საფრთხედ რეგიონისთვის, განსაკუთრებით ბალტიის პატარა ქვეყნებისთვის და ელოდებიან, რომ გრძელვადიან პერიოდში მოსკოვი აღადგენს თავის სამხედრო ძალას რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში. მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში.