მერია - ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მოწყობა ბეტონის საფარით

მერია - ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მოწყობა ბეტონის საფარით

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ლიპარტელიანთან სოფელ ნანარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1263 მეტრის რკინა-ბეტონის გზის სამუშაოებს, რომელსაც შ.პ.ს. ნიუ იბერია ასრულებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 326,225 ლარია.