„ლელოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები და ბათუმში მყოფი ბელარუსის მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ

„ლელო საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები და ბათუმში მყოფი ბელარუსის მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ.
როგორც შეკრებილებმა ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს მთავრობამ ბელარუსთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს და მისი ანულირება მოახდინოს.
მათივე თქმით, ბელორუსიის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლა გამიზნული პროვოკაციაა.
“ბელარუსის თვითმარქვია პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში იმყოფებოდა. ეს ყველაფერი რუსეთის გეგმის ნაწილია, ლუკაშენკო პირდაპირ გვეუბნება, რომ ის აპირებს, არაღიარების პოლიტიკის გადახედვას. ეს არის პირდაპირი, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში, ჩვენ ვიმყოფებით მეგობარ ბელარუსებთან ერთად, რომლებიც პოლიტდევნილები არიან და ყველა ერთად ვგმობთ მის ჩამოსვლას საქართველოში. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გადახედოს ყველა სახის ხელშეკრულებას ბელარუსთან. ყველა ხელშეკრულება ანულირებული უნდა იყოს ”,- განაცხადა „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა გენო თებიძე.
























