რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმების“ საკითხის განხილვას გეგმავს

დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
"იმედი მაქვს, ბატონ პუტინთან განვიხილავ უკრაინის კრიზისის მოგვარების პრობლემას. არ ვარ პესიმისტი. მაგრამ, გულუბრყვილობა იქნება დადებითი შედეგის დაუყოვნებლივ მიღების მოლოდინი. უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმი პრობლემებს ქმნის. ვისურვებდი, რომ ასეთი რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო“, - განაცხადა ერდოღანმა CNN Turk-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და „კატასტროფად“ შეაფასა.
"კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების ფასი კატასტროფა იქნება. არც კი უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ ამაზე. აუცილებელია დიპლომატიური საშუალებების გამოყენება კონფლიქტის ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ერდოღანმა.

























