ლიეტუვის ელჩი - ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას

ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას.
„ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად რჩება“, – წერს ელჩი "ტვიტერზე".

























