ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის “ყირიმული სანქციები” უკრაინის ყველა ოკუპირებულ რეგიონზე გავრცელდება

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის “ყირიმული სანქციები” უკრაინის ყველა ოკუპირებულ რეგიონზე გავრცელდება

ევროკავშირის “ყირიმული სანქციები” უკრაინის ყველა ოკუპირებულ რეგიონზე გავრცელდება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ვაფართოვებთ ყირიმთან დაკავშირებული შეზღუდვების გეოგრაფიულ ფარგლებს, რომლებიც ამ წლის დასაწყისში იქნა მიღებული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. ისინი დაფარავენ უკრაინის ყველა რეგიონს, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან დონბასს და რომლებიც არ ყოფილან გადაწყვეტილებების ნაწილი”, - განაცხადა ბორელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააფართოვებს სასანქციო სიებს და პერსონალურ სანქციებს შემოიღებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და უკრაინის ოთხი ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ინფორმაციისთვის, ე.წ. “ყირიმული სანქციები”, რომლებიც ევროკავშირმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შემოიღო, მოიაზრებს უკანონონ ანექსიურებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტს ევროკავშირში, აგრეთვე ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული სერვისების აკრძალვას.