რუსეთის დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “შეერთების” საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

რუსეთის დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “შეერთების” საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

რუსეთის დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “შეერთების” საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს.ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გაავრცელა მას შემდეგ, რაც თათბირი გამართა ფრაქციების ხელმძღვანელებთან უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ფსევდორეფერენდუმების შედეგებთან დაკავშირებით.

კერძოდ, უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის რუსეთის დუმა რიგგაშერე სხდომას გამართავს.

„3 ოქტომბერს, ორშაბათს, შემოთავაზებულია პლენარული სხდომის ჩატარება 14:00 საათზე” , -განაცხადა ვოლოდინმა.