კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შილდელ ბავშვებს შეხვდა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული შილდელ ბავშვებს შეხვდა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილთან ერთად შილდელ ბავშვებს შეხვდა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, შილდელი ბავშვები - 12 წლის მალხაზ თეთრაშვილი და 13 წლის თემურ ნიკოლოზიშვილი ყოველდღიურად, საკუთარი ინიციატივით სოფლიდან რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდნენ და ზურგჩანთებით ცივი წყალი მიჰქონდათ ჯარისკაცებისა და მეხანძრე-მაშველებისათვის, რათა მშობლიური სოფლის სიახლოვეს ბუნების გადარჩენის საქმეში საკუთარი წვლილი შეეტანათ.

მათივე ცნობით, დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამაგალითო შილდელ ბიჭებს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისა და გამოჩენილი აქტიურობისათვის მადლობა პირადად გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ჭიპაშვილი და სოფელ შილდის საჯარო სკოლის დირექტორი, ზაირა არევაძე ესწრებოდნენ.