ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებს

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ ცნობს რუსეთთან შეერთების საკითხზე უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების შედეგებს.

„ჩვენ არ მივიღებთ ამ ყალბი რეფერენდუმების შედეგებს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას დაუღალავი ძალით“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, გერმანია „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილება მოხდეს“.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.