Reuters - აშშ უკრაინისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემას გეგმავს

Reuters - აშშ უკრაინისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემას გეგმავს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ, 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღების პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პაკეტი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, თანმხლებ საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთთან კონფლიქტის ფონზე 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.