იენს სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შევავსოთ საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას

იენს სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შევავსოთ საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სხდომა გამართა ალიანსის შესყიდვების მაღალჩინოსნებთან.

ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებს, მათ შორის მოკავშირეების შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალის მარაგებს.

გენმდივანმა მოუწოდა ალიანსის წევს სახელმწიფოებს, განაგრძონ მარაგების შევსება რაც შეიძლება სწრაფად.

“ნატოს მარაგების გაზრდა უზრუნველყოფს რომ ჩვენ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. ჩვენ, როგორც ნატოს მოკავშირეებმა, უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და მრეწველობებთან მუშაობა, რათა შევავსოთ ჩვენი საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას მისთვის საჭირო დახმარება მანამდე, სანამ ეს უკრაინას სჭირდება”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეხვედრისას განიხილა გზები, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირეებს უკეთ გაიგონ მარაგებში არსებული ხარვეზები და ერთად შეძლონ მათი მოგავრება.