ფოთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოხუმის დაცემის ოცდამეცხრე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

27 სექტემბერი - ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული თარიღია. ბრძოლაში დაღუპულმა გმირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას თავი შესწირეს და უდიდესი გმირობის მაგალითი აჩვენეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.