ვლადიმერ პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორს ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
სნოუდენი ცნობილია იმით, რომ 2013 წელს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან, როდესაც ის აღნიშნული უწყების თანამშრომელი და ქვეკონტრაქტორი იყო, გაავრცელა საიდუმლო ფაილები, რომლებმაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შიდა და საერთაშორისო სათვალთვალო ოპერაციები გამოააშკარავა.
სნოუდენი შეერთებული შტატებიდან გაიქცა და თავშესაფარი რუსეთში მიიღო.
ამერიკული მხარე წლების განმავლობაში სნოუდენის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას ითხოვდა, რათა ჯაშუშობის ბრალთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხი ეგო.

























