გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

„გორის მუსიკალური სტუდიის „აი იას“ აღსაზრდელებმა, ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.საშუალო ასაკის კატეგორიაში წარმატებები მოიპოვეს: გრან - პრი - ია ლიჩელი, I ადგილი - მაიკო შათირიშვილი, II ადგილი - ბარბარე ბუთურიშვილი, III ადგილი - ეკა მერებაშვილი. უფროსი ასაკის კატეგორია: გრან - პრი - ნინო სამნიაშვილი, I ადგილი - ანა ავაზნელი, მაყურებლის სიმპათია - ანამარია ლაფაჩი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე და წარმატებული გამოსვლები მიულოცა ყაზახეთში გამართულ სატელევიზიო ვოკალურ კონკურსში „The Voice.”

გორის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, სთავაზობს კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც კულტურულ სფეროში მოღვაწე ხელოვანების ხელშეწყობას ითვალისწინებს.”,- აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის მერია გავრცელებულ ინფორმაციაში.