რუსეთის სკოლაში თავდასხმა, რომელსაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა განახორციელა

რუსეთის სკოლაში თავდასხმა, რომელსაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა განახორციელა

რუსეთში, იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 7 არასრულწლოვანია. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ამასთან, დაშავდა კიდევ 14 ბავშვი და 7 ზრდასრული.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დამნაშავე ამავე სკოლის კურსდამთავრებული, 1988 წელს დაბადებული პირია.