მაია სანდუ - განვიხილავთ მოლდოვის მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობას რუსული პასპორტების მქონე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მისმა ქვეყანამ შეიძლება გააუქმოს მოქალაქეობა მათ, ვინც რუსეთის მხარეს საბრძოლველად უკრაინაში მიდის.
მაია სანდუს განმარტებით, არსებობს იმის რისკი, რომ ორმაგი, მოლდოვისა და რუსეთის, მოქალაქეობის მქონე ზოგიერთი ადამიანი საბრძოლველად გამოიძახონ.
„ამის თავიდან ასაცილებლად, განვიხილავთ მოლდოვის მოქალაქეობის გაუქმების შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის (რუსული პასპორტებით), რომლებიც აგრესორის მხარეს იბრძვიან“, - აღნიშნა სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვა ასევე განიხილავს სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას მოლდოვის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და „აგრესორის შეიარაღებული ძალების რიგებში“ იბრძვიან.

























