ვლადიმერ პუტინი დღეს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

დღეს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ რუსეთი და ბელარუსი ახლო მოკავშირეები არიან და რუსეთი უკრაინაში შეჭრის პერიოდში თავისი ჯარის, ავიაციისა და აღჭურვილობისთვის ბელარუსის ბაზებს იყენებს.

























