ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ აშშ-სგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

უკრაინამ ამერიკული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და კონგრეესს მადლობა გადაუხადა დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სისტემების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და თავად უკრაინელების სახლები დაიცვას.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესს დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მივიღეთ NASAMS-ი. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა მოვიზიდოთ ჩვენი უკრაინელები სახლში დაბრუნებისთვის. თუ უსაფრთხოება იქნება, ჩამოვლენ, დასახლდებიან, აქ იმუშავებენ და გადასახადებს გადაიხდიან, მაშინ ბიუჯეტში ხუთი მილიარდი დოლარის დეფიციტი არ გვექნება. ეს ყველასთვის პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.