მიხაილო პოდოლიაკის განმარტებით, ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს „უკრაინელების მკვლელობისთვის დრონების მიცემით“

მიხაილო პოდოლიაკის განმარტებით, ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს „უკრაინელების მკვლელობისთვის დრონების მიცემით“

ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„წლების განმავლობაში სანქციების, იზოლაციის, ამაზრზენი რეპუტაციის შემდეგ - ირანის ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, როგორ ამაღლდეს ცივილიზაციის ფსკერიდან“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა.