ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.